Wednesday, October 28, 2015

"ეს მავნებელია.."

პროექტის სახელწოდება: ეს მავნებელია
პროექტის მთავარი იდეა: საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაციები ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებზე, შექმნან ელექტრონული რესურსი და გაუზიარონ თანატოლებს.
პროექტის აქტუალობა: სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე, სახიფათო ჩვევების და ქმედებების წარმოჩენა და მათი ანალიზი.
პროექტის მიზნები: სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე, სახიფათო ჩვევების და ქმედებების წარმოჩენა. ამით ადამიანებისათვის იმ სახიფათო ჩვევების და შედეგების წარმოდგენა, თუ რას იწვევს ესა, თუ ის მავნე ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი: 12 წელი. (me-6 კლასი).
ვადები/ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი. 6 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება ყველა საჭირო ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მოსწავლეების მიერ მომზადდება პრეზენტაციები პრობლემურ საკითხებზე და თემებზე. მოვიძიებთ ყველა საჭირო ინფორმაციას და რესურსებს, რათა თვალსაჩინო გახდეს - რა უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლია ამა თუ იმ არასწორ ჩვევას დაქმედებას; თუ რატომ არის ის მავნებელი და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მან.
ასევე მოხდება ბლოგის მეშვეობით HTML ბრძანებების შესწავლა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint, ბლოგი - Blogger.com.
პროექტის მსვლელობა: ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ბლოგის გაკეთება, ბლოგზე საჭირო მასალის ატვირთვა, პრეზენტაციების მომზადება და განთავსება ბლოგზე.
დამზადდება ბუკლეტები, ფლაერები, ჩატარდება გამოკითხვები.
პროექტის მსვლელობის დროს შესაძლებელია პრეზენტაციების ჩატარება სკოლის მოსწავლეთათვის, რათა გააცნობიერონ მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგები.
საგნებთან კავშირი: ისტ (ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) -ძირითადი საგანი. დამხმარე საგნები: ბილოგია, ქიმია, ფიზკულტურა.
პროექტის ხელმძღვანელი: თეონაზარიძე. 154 საჯარო სკოლის ისტ პედაგოგი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teozaridze@gmail.com

პროექტის ბლოგი: esmavnebelia.blogspot.com

No comments:

Post a Comment